weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებულ „ვასამბეკ ბოკოვს“ 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

10:20 შაბათი, 20 თებერვალი 2021
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მაგომედ გუციევს (ყალბი პასპორტის მიხედვით ვასამბეკ ბოკოვის). მას ბრალად „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალი და მის შესახებ პირადი ინფორმაციის მოპოვება, ასევე, ყალბი პასპორტით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა და ყალბი დოკუმენტების გამოყენება ედებოდა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მაგომედ გუციევმა, ვასამბეკ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით 2016 წლის 2 ოქტომბრიდან 2020 წლის 11 მარტამდე პერიოდში უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში ყალბ დოკუმენტებს იყენებდა.

ასევე დადგინდა, რომ 2020 წლის 11 თებერვლიდან 2020 წლის 13 ივნისამდე პერიოდში ის სისტემატურად ახორციელებდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ პირადი ინფორმაციის მოპოვებას.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (9 ეპიზოდი), 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (7 ეპიზოდი), 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აცხადებს პროკურატურა.

2020 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღით ადრე დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც ერთი წლის წინ, „რუსთავი 2“-ზე მუშაობის პერიოდში, გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის გინება გახდა.

გვარამიას ამ განცხადების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ „ვასამბეკ ბოკოვის“ დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.

2020 წლის ნოემბერში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გიორგი გაბუნია დაზარალებულად იქნა ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]