19 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.2%-ია, ბოლო 14 დღეში შეადგენს 2.6%-ს, ხოლო ბოლო 7 დღეში – 2.4%-ს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 396 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 170 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 59
შიდა ქართლი – 41
კახეთი – 32
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27
გურია – 25
ქვემო ქართლი – 11
მცხეთა-მთიანეთი – 9
აჭარა – 8
სამცხე-ჯავახეთი – 8
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6
ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3580 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 1769 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 766, აჭარაში – 200, იმერეთში – 401;
- 1583 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 228 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
დღეისთვის 349 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი.
ამ ეტაპისთვის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 281 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება – 9875.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 268 097 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 261 066. დღემდე ვირუსს ჯამში 3425 პირი ემსხვერპლა.