ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის ნამწვი გახდა, თუმცა, როგორც მეზობლები ამბობენ, სახლში გაზი შეყვანილი არ არის. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.