weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კურორტ თეთნულდზე რესტორნის შენობა ჩაინგრა

20:16 შაბათი, 20 თებერვალი 2021

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე არსებული ერთადერთი შენობა-ნაგებობა, რომლის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შპს „მთის კურორტების განვითრების კომპანიაა“, უყურადღებობის გამო თითქმის მთლიანად განადგურდა. თოვლმა რესტორნის სახურავი სრულად ჩაანგრია.

კომპანიის წარმომადგენელმა დათო ჯაფარიძემ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ კურორტზე ორი დღის განმავლობაში არავინ ასულა.

„სახურავის ჩანგრევის მიზეზი გახდა სტიქია, დიდი თოვლი. ორი დღე ვერ მოვახერხეთ ასვლა. კიდევ რაღაც კითხვები არის მანდ, წესით არ უნდა ჩანგრეულიყო და უნდა გაეძლო თოვლისთვის. რამდენიმე დღე გადაბმული თოვა იყო, ცენტრალური გზიდან 9 კილომეტრია გასავლელი. დღეს მანქანებით ვერ ავიდნენ, თხილამურებით გადავიდნენ და ასეთი სიტუაცია დახვდათ“, – ამბობს დათო ჯაფარიძე.

მისივე თქმით, მიყენებული ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია, მომხდარის შესახებ კი უკვე აცნობა „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“.

მთავრობის მიერ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი ზამთრის სეზონზე არ გახსნილა. მესტიის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც გუდაურსა და ბაკურიანში, გაჩერებულია საბაგიროები, ხოლო სასტუმროები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაიხსნას, თუ იქ საკარანტინე სივრცე მოეწყობა.

სვანეთში არსებული სასტუმროების მფლობელებმა საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართეს და ზამთრის კურორტის გახსნა მოითხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]