weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ყვარელში ყაჩაღობის დროს მაღაზიის მეპატრონეს სცემეს, ფული და ოქრო კი გასტაცეს

23:16 კვირა, 21 თებერვალი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში 20 თებერვალს მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია – სამართალდამცველებმა 2001 წელს დაბადებული ა.ე. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ყვარლის მუნიციპალიტეტში, მოქალაქის კუთვნილ სურსათის მაღაზიაში შეიჭრა, მაღაზიის მეპატრონეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ყაჩაღურად გასტაცა 1500 ლარი, ოქროს ბეჭედი, მობილური ტელეფონი და სიგარეტები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ყაჩაღური გზით დაუფლებული თანხა და მობილური ტელეფონი. ერთ-ერთი ლომბარდიდან, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ოქროს ბეჭედი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ შსს-ში

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]