weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

განვიხილავთ, რომ უნივერსიტეტში ჩასარიცხად სკოლის ნიშანიც იქნეს გათვალისწინებული – ჩხენკელი

10:30 ორშაბათი, 22 თებერვალი 2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხელ ჩხენკელის განცხადებით, განიხილება უნივერსიტეტში ჩარიცხვის ისეთი მიდგომაც, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იქნება სკოლის საშუალო ნიშანიც.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, ეროვნული გამოცდების ფორმა, რომელიც ახლა გვაქვს, აუცილებლად საჭიროებს რეფორმას არამხოლოდ სტრუქტურის კუთხით, არამედ შინაარსობრივად.

„ჩემი აზრით, აქცენტი უნდა გაკეთდეს აზროვნებაზე ვიდრე ფაქტების დამახსოვრებაზე და შემოქმედებით მიდგომაზე - ფიქრზე, ვიდრე ფაქტების ცოდნაზე გამოცდების დროს. ამჟამად საქართველოში ყველა უნივერსიტეტს აქვს იმის თავისუფლება, რომ ეროვნული გამოცდების ფორმატში საკუთარი სტანდარტი თავად დაამკვიდროს. ამერიკულ სისტემაში უნივერსიტეტები ითვალისწინებენ სკოლის საშუალო ნიშანსაც და სკოლის ნიშნის მნიშვნელობაც აწეულია. ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიც არის სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობა. ამერიკაში ეს დიდი ხანია აპრობირებულია და ძალიან კარგად მუშაობს, ჩვენც შეგვიძლია ანალოგიური მოდელი დავნერგოთ“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]