weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოძრაობა შეჩერებული სადერივაციო გვირაბის სამუშაოების გამო იყო – „ენკა“

14:55 ორშაბათი, 22 თებერვალი 2021

შპს „ენკა რინიუებლზი“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესების კასკადის აშენებას აპირებს, განცხადებას ავრცელებს, რომლითაც განმარტავს, რა გახდა სოფელ ნამოხვანთან საავტომობილო გზაზე გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი.

„დღეს, კომპანია ENKA-მ სადერივაციო გვირაბის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აწარმოა. შესრულებული სამუშაოების უსაფრთხოების ზომები ითვალისწინებდა სოფელი ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე დროით საავტომობილო მოძრაობის შეჩერებას. მოცემულ ტერიტორიაზე გადაადგილება დაშვებული იყო მხოლოდ კომპანიის მშენებლობაში მონაწილე მანქანებისთვის“, – აცხადებს კომპანია.

რამდენიმე საათის წინ, ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ნამოხვანის მიმართულებით, საკუთარი კარვისკენ მიდიოდნენ, პოლიციის თანამშრომლებმა გზა გადაუკეტეს და მოძრაობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი მათ არ განუმარტავთ. რამდენიმე ადამიანი გზაზე დაწვა და გზის გახსნა ამ ფორმით მოითხოვა. 

ამ დრომდე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.


ამ თემაზე:

ნამახვან ჰესების კასკადის მშენებლობა კანონის დარღვევით მიმდინარეობს – მწვანე ალტერნატივა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]