დეკემბერი 14, 2018
weather cur horoscope tv

ახალციხის გამგებელმა ეკლესიის მშენებლობა 147 000 ლარით დააფინანსა

18 აგვისტო, 2017 hits 5451
ახალციხის გამგებელმა ეკლესიის მშენებლობა 147 000 ლარით დააფინანსა ფოტო © "სამხრეთის კარიბჭე"

ახალციხის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ სოფელ ღრელში, წმინდა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობა პირადი სახსრებით დააფინანსა, რისთვისაც 147 000 ლარი გადარიცხა. მანვე 25 000 ლარი სხვა სახის ქველმოქმედებაში დახარჯა. ზაზა მელიქიძეს გამგებლის თანამდებობაზე მუშაობისას პრემია ან დანამატი არცერთხელ არ აუღია.

ზაზა მელიქიძე ახალციხის თემის გამგებლის თანამდებობაზე 2014 წლის ივლისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად იქნა არჩეული. მანამდე იგი ბიზნესის სფეროში იყო დასაქმებული. 

2014 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში დაიწყო წმინდა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობა, რომელიც 2017 წლის 10 ივნისს გაიხსნა. ტაძრის მშენებლობა მთლიანად მოსახლეობის საქველმოქმედო შეწირულობებით დაფინანსდა. შეწირულობის უმეტესი ნაწილი ახალციხის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ განახორციელა, რომელმაც 2014-2016 წლებში პირადი სახსრებიდან 147 000 ლარი გაიღო. 

გარდა ამისა, ახალციხის გამგებელი ყოველწლიურად ახორციელებს სხვა სახის ქველმოქმედებასაც, რისთვისაც მან იმავე პერიოდში 25 000 ლარი გაიღო. ქველმოქმედებაში 7 500 ლარი დახარჯა მისმა მეუღლემ ასმათ ალავიძემ. 

საჯარო სამსახურის პარალელურად, ზაზა მელიქიძე ბიზნესსაქმიანობას ახორციელებს - იგი შპს „მელიზას“ (ს/კ - 424065549) და შპს „ლეგის“ (ს/კ - 224079976) 100 % წილის მფლობელი პარტნიორია. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2014 წლიდან მოყოლებული ბიზნესიდან მისი შემოსავალი დაახლოებით 300 000 ლარი იყო.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]