weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მოვუხმოთ გონებას და წინ დავაყენოთ სახელმწიფოს ინტერესები – ეპისკოპოსი მელქისედეკი

23:03 სამშაბათი, 23 თებერვალი 2021

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებული აკვირდება. ეპისკოპოსის შეფასებით, სიტუაცია კრიტიკულია.

როგორც სასულიერო პირი ამბობს, გულდასმით გაეცნო უცხოელი ელჩების, ფასილიტატორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობრების შეშფოთებულ განცხადებებს.

„საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს - ევროატლანტიკურ სწრაფვას, რამაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მომავალი რადიკალურად შეცვალოს.

იმ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია, იმ ეკონომიკური თუ ეპიდემიური კრიზისის ფონზე, რაც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს, საქართველოში მოქალაქეების, ჩვენი სისხლისა და ხორცის ურთიერთგახლეჩვა და პოლარიზება, არავის ინტერესებში არ შეიძლება შედიოდეს, გარდა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის მტრებისა.

გთხოვთ ყველას, რომ მოვუხმოთ გონებას, ჩვენი პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად წინა პლანზე დავაყენოთ სახელმწიფოს ინტერესები და მის დასაცავად ყველაფერი გვერდზე გადავდოთ“, – აცხადებს ეპისკოპოსი მელქისედეკი.

ეპისკოპოსის თქმით, მისი ახალგაზრდობის პერიოდი 90-იან წლებს და ემთხვა და დღემდე ახსოვს ის საშინელი შედეგი, რაც საქართველოს საზოგადოების პოლარიზებამ მოუტანა.

„მჯერა, რომ ასეთი რამ საქართველოში აღარასდროს განმეორდება და ყოვლადმოწყალე უფალი დაგვიფარავს ამგვარი განსაცდელებისგან. ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ყველას უმორჩილესად გთხოვთ ვილოცოთ, ვიყოთ მშვიდად, ჩვენი ძალები გაერთიანებისაკენ მივმართოთ და არა პოლარიზებისკენ, გულში ჩავიკრათ ერთმანეთი და არ მივცეთ მტერს უფლება, რომ ჩვენი დაპირისპირებით გაიხაროს“, – ამბობს ეპისკოპოსი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]