weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შატილის გზაზე ავარიის საქმეზე „თრეველ ჯის“ დირექტორი და მანქანის მესაკუთრე დააკავეს

09:54 ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2021
ინტერპრესნიუსის ფოტო ინტერპრესნიუსის ფოტო

შატილის გზაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე, რომლსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა, შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და 1966 წელს დაბადებული გ.გ.. მათ ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2020 წლის 23 აგვისტოს, ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან მიკროავტობუსი, რომლითაც ტურისტული კომპანია „თრეველერ ჯის“ მიერ ორგანიზებული ტურის მონაწილეები მგზავრობდნენ, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მძღოლიც, 3 კი მძიმედ დაშავდა. ავარიის ადგილას მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, გამოძახებიდან 1.5 - 2 საათის შემდეგ მივიდნენ.

აღმოჩნდა, რომ მიკროავტობუსს სახელმწიფო ნომრით YTY – 248, რომელიც ტურის მონაწილეებს ემსახურებოდა, სავალდებულო ტექინსპექტირება გავლილი არ ჰქონდა. 

 

ამ თემაზე:

17 დაღუპული და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახებიდან 2 საათში - ავარია შატილის გზაზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]