weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გამოვლინდა კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა

11:41 ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული 19 051 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 461 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 6 შემთხვევა.

23 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.33%-ია, ბოლო 14 დღეში 2.36%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 7 დღეში – 2.36%-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 443 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 213 შემთხვევა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 61

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 39

შიდა ქართლი – 37

გურია – 26

კახეთი – 24

აჭარა – 15

ქვემო ქართლი – 12

მცხეთა-მთიანეთი – 9

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

სამცხე-ჯავახეთი – 1

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 2692 მიმდინარე აქტიური შემთხვევა, საიდანაც:

  • 1600 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 748, აჭარაში – 175, იმერეთში – 323;
  • 899 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 193 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ამ ეტაპზე მძიმეა 302 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 103 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, ხოლო 8025 – თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე ვირუსი სულ 269 438 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 263 257 უკვე გამოჯანმრთელდა, 3463 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]