weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

„ფაიზერის“ შემოტანამ გადაიწია მარტის ბოლოსკენ, ზუსტი რიცხვი არ ვიცით – გამყრელიძე

21:16 ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის შეყოვნების მიზეზი განმარტა. „ფაიზერის“ (Pfizer) ვაქცინის 29 250 დოზის შემოტანა თებერვლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, თუმცა, როგორც გამყრელიძემ თქვა, ამ პერიოდმა მარტის ბოლოსკენ გადაიწია.

„დღეს „ფაიზერი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი და სურს, ევროკავშირთან შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები. ამიტომაც პრობლემა შეიქმნა იმ 18 ქვეყნის მომარაგებაში, რომელიც „კოვაქსიდან“ უნდა მომარაგებულიყო. ჩვენც შევდიოდით 18 ქვეყანაში. გადაიწია მარტის ბოლოსკენ, ზუსტი რიცხვი არ ვიცით „ფაიზერთან“ მიმართებაში, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იგივე „ასტრაზენეკას“ მიღებასთან დაკავშირებით „კოვაქსით“ და პირდაპირი მოლაპარაკებით „ასტრაზენეკას“ ორ მწარმოებელთან.

წესით და რიგით, თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მივიღოთ მარტში, რადგან კონტრაქტები გაფორმებულია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით სერიოზულად მოემზადა და ახლა სრულად გადაერთო „ასტრაზენეკას“ აცრების ლოგისტიკაზე. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მარტში დაიწყოს.

„ძალიან გვინდა, მაისის ბოლომდე დაახლოებით 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ ორჯერადად და შემდეგ უკვე ივნისიდან დავიწყოთ აცრების ე.წ. გაფართოებული კამპანია. ამის სქემები არსებობს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]