წითელი არმია საქართველოში „აჯანყებული მშრომელების“ მხარდაჭერის საბაბით 1921 წლის 15 თებერვალს შემოიჭრა, 25 თებერვალს, მძიმე ბრძოლების შემდეგ, კი თბილისი აიღო. საბრძოლო მოქმედებები შემდეგაც გაგრძელდა. 17 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანა დატოვა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლკამ არსებობა შეწყვიტა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის ამ დღეს ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.
დაღუპულთა ხსოვნის ღონისძიებები ტრადიციულად, თბილიისში, ასევე ქალაქის მისადგომებთან – კოჯორ-ტაბახმელასთან ტარდება. სწორედ აქ გაიმართა თბილისის დასაცავად ყველაზე მწვავე ბრძოლები, რომელშიც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად, ახალგაზრდა იუნკერები და მოხალისეებიც იბრძოდნენ.