weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ადიგენში მუსლიმი მოქალაქის მიწის საპატრიარქოსთვის გადაცემა სასამართლომ გააუქმა

17:50 ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2021

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადიგენის სოფლებში - კიკიბოსა და დერცელში მცხოვრები მუსლიმი მოქალაქეების სარჩელი და ერთი მოსარჩელის მიმართ, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, საძოვრების გასხვისებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ბათილად ცნო.

მოქალაქეთა ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) იცავს. ორგანიზაციის განცხადებით, საძოვარი მიწები, რომლებსაცადგილობრივი მცხოვრებლები წლების განმავლობაში მართლზომიერად და კეთილსინდისიერად იყენებდნენ, ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მთავრობამ მოულოდნელად საპატრიარქოს გადასცეს საკუთრებაში.

„ეს გადაწყვეტილება ისე იყო მიღებული, რომ ადგილობრივი გლეხების მიერ წლების განმავლობაში მიწით სარგებლობის პრაქტიკა, მათი უფლებადამდგენი დოკუმენტები და შესაბამისად, მათი სოციალური ინტერესი და უფლება სრულად იყო უგულებელყოფილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. ადგილობრივი გლეხებისთვის ეს საძოვრები ეკონომიკური ცხოვრების ბაზისური რესურსია და მათთვის მიწის რესურსზე წვდომას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ ამიტომ, დაზარალებულმა გლეხებმა, ჩვენი დახმარებით, მათი საძოვრების თვითნებური გასხვისების გადაწყვეტილებები სასამართლოში გაასაჩივრეს. ერთი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ზუსტი იდენტიფიკაცია შესაძლებელი გახდა ექსპერტიზით“, – აცხადებს EMC.

ორგანიზაციის შეფასებით, ამ თვითნებობას, დამატებით კულტურული და რელიგიური კონტექსტი და მნიშვნელობა ეძლევა, მაშინ როცა მათი გადაცემა საპატრიარქოსთვის ხდება.

„ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც სოფელ კიკიბოსა და დერცელის მეზობლად მდებარე სოფლებში - ჭელაში (2013 წელი), მოხეში (2014 წელი) და ადიგენში (2016 წელი) ქართველი მუსლიმი თემის დევნის მძიმე გამოცდილებები და მეხსიერება არსებობს, ადგილობრივი ეპარქიის მიმართ კი ჭარბი პოლიტიკური ლოიალობა და ადგილობრივ პოლიტიკაში მისი გაუმართლებელი ჩარევის ნიშნები ჩანს“, – აცხადებს ორგანიზაცია და დასძენს, რომ სხვა მოქალაქეების ინტერესების დაცვისთვის ზემდგომ სასამართლოში ბრძოლას გააგრძელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]