25 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.32 %-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე 2.2 %-ს შეადგენს, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.03%-ს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 175, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 37
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 33
შიდა ქართლი – 21
კახეთი – 18
აჭარა – 17
ქვემო ქართლი – 15
გურია – 13
მცხეთა-მთიანეთი – 5
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
სამცხე-ჯავახეთი – 1
ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2579 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 1542 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 735, აჭარაში – 165, იმერეთში – 285;
- 870 ინფიცირებული მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
დღეის მდგომარეობით, 277 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 110 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 304 ადამიანი, 7970 კი თვითიზოლაციაშია.
საქართველოში პანდემიის გავრცელების შემდეგ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კორონავირუსი სულ 270 137 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 264 047 უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ჯამში 3485 პირი ემსხვერპლა.