weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

საქართველოს რკინიგზამ მგზავრთა გადაყვანა 5 მიმართულებით განაახლა

10:23 შაბათი, 27 თებერვალი 2021

დღეიდან, 27 თებერვლიდან „საქართველოს რკინიგზამ“ მგზავრთა გადაყვანა განაახლა. სამთვიანი პაუზის შემდეგ მოძრაობა ხუთ მაგისტრალურ მიმართულებებზე აღდგა. ესენია:

  • თბილისი (გასვლა 09:00) - ოზურგეთი (ჩასვლა 17:45) - ოზურგეთი (09:00) - თბილისი (17:30)
  • თბილისი (09:00) - ქუთაისი (14:35) - ქუთაისი (12:00) - თბილისი (17:30)
  • თბილისი (08:00) - ბათუმი (13:35) - ბათუმი (08:30) - თბილისი (14:04)
  • თბილისი (07:00) - ზუგდიდი (12:58) - ზუგდიდი (13:45) - თბილისი (19:50)
  • თბილისი (14:00) - ფოთი (19:36) - ფოთი (08:05) - თბილისი (13:45)

„სამწუხაროდ, ეპიდემიის გამო ჯერ კიდევ პრობლემად რჩება საგარეუბნო მიმოვლის მატარებლების მოძრაობა“, – განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელმა, დაჩი ცაგურიამ.

მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პირბადის გარეშე მატარებელში არ დაიშვებიან და მგზავრობის დროს მისი მოხსნის უფლება არ ექნებათ. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, მათ შორის, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები, 2020 წლის 28 ნოემბრიდან გაჩერდა. შეზღუდვა 2021 წლის 25 თებერვალს მოიხსნა, თუმცა „საქართველოს რკინიგზამ“ მუშაობა დღიდან განაახლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]