weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა „ფაიზერზე“ ადრე შემოვა, ასეთი მოლოდინი გვაქვს – გაბუნია

11:15 შაბათი, 27 თებერვალი 2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო სავარაუდოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას „ფაიზერის“ ვაქცინაზე ადრე მიიღებს. საუბარია 315 000 დოზაზე, რომელიც ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა.

„ორივეს („ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“) ველოდებით პირველივე კვარტალში. გარკვეულად შეიცვალა ეს მოწოდების სქემა. დაასწრებს „ასტრაზენეკა“. მოლოდინი გვაქვს ასეთი. „ფაიზერის“ დოზები იგივეა. მცირე დოზებია, თუმცა მნიშვნელოვანია ჩვენთვის დავიწყოთ ვაქცინაცია. 29 000-ზე ოდნავ მეტი დოზაა.

„ასტრაზენეკას“ დოზები დაზუსტდება. მიმდინარე კვირაში უკვე „იუნისეფი“ დაიწყებს ამის მოწოდებას ეტაპობრივად. მარტიდან, შემდეგ აპრილი-მაისის პერიოდში, ჩვენ მივიღებთ იმ დოზებს, რომელიც თავიდან იყო დაანონსებული. ეტაპობრივად 315 ათასი დოზა უნდა მივიღოთ. კალენდარი, ზუსტად თარიღების მიხედვით ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ვსაუბრობთ პირველ მოწოდებაზე მარტის თვეში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, ჯერ დაზუსტებული არ არის, რომელ ქვეყანაში წარმოებულ „ასტრაზენეკას“ მიიღებს საქართველო.

„ორი ქვეყნის მიერ ნაწარმოები „ასტრაზენეკაა“ ავტორიზებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ - ინდური და კორეული. აქედან რომელიმეს, ან შეიძლება ორივეს მივიღებთ. ინდური წარმოების ვაქცინა „კოვაქსის“ პლატფორმის ყველა ქვეყანაში იქნება მოწოდებული. ჩვენი რეგიონისთვის ეს არის ყველაზე ახლო წერტილი. ვერ გეტყვით, ევროპის ქვეყნებში ამ ეტაპზე რამდენად გამოიყენება „სერუმის“ წარმოების ვაქცინები, თუმცა არა მხოლოდ „სერუმს“ არამედ სხვა ინდურ ინსტიტუციებს ვაქცინების წარმოების დიდი გამოცდილება აქვთ. ამდენად აქ ხარისხზე კითხვის ნიშნები ძალიან უხერხულია დავსვათ. ძალიან მაღალი ხარისხის ვაქცინებს აწარმოებს „სერუმი“ არა მხოლოდ „კოვიდის“ საწინააღმდეგოდ, არამედ ბევრი სხვა მიმართულებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ ვაქცინაცია თებერვალში დაიწყებოდა. თამარ გაბუნიამ ვადის გადაწევის მიზეზად მწარმოებელი კომპანიის შეფერხება დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]