weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ეს არის სატანის მიკროფონი“ – მეუფე სპირიდონი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებზე

13:19 შაბათი, 27 თებერვალი 2021

სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა „სატანის მიკროფონი“ უწოდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ისეთ ტელევიზიებს, როგორებიც „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულაა“. მეუფე სპირიდონმა იმავე ქადაგების დროს თქვა, რომ საქართველოს ბნელი ძალები უტევენ.

„საქართველოზე არის შემოტევა საშინელი, ბოროტი ძალების, ბნელი ძალების. თქვენც კი ხედავთ ახლა რა ხდება, ხომ? ლანძღავენ და აგინებენ ეკლესიას, პატრიარქს აუგად იხსენიებენ. კაცმა, რომელმაც საქართველო ფეხზე წამოაყენა, პირჯვრის გადაწერა ასწავლა ქართველ ხალხს და დაცემული აღადგინა და ეს ტელევიზიები - „მთავარი არხი“ რომ ჰქვიათ, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და კიდევ ზოგიერთები... ეს არის სატანის მიკროფონი, რა…

ამიტომ ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ მოიქცნენ ისინიც, მოტრიალდნენ, ღმერთმა მადლი მისცეთ ძალიან დიდი და სინანული, უფალმა აღადგინოს დიდი ივერია. დავუჯეროთ ჩვენს პატრიარქს“, – თქვა მეუფემ ქადაგებისას, რომელიც სოციალურ ქსელში სხალთის ეპარქიის გვერდმა 25 თებერვალს გააზიარა.

25 თებერვალს, ღამის 12 საათის შემდეგ, თბილისში თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, ჟურნალისტ გიორგი სანაიას. ჟურნალისტი ამბობდა, რომ ის იცნეს და ფიზიკურად პროფესიული საქმიანობის გამო გაუსწორდნენ. პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, რომელთაც ბრალი დევნის, მუქარისა და ძალადობის მუხლებით წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებული ჟურნალისტს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება. ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახებოდა ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]