weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

თუ კარვებს დაშლიან, პროტესტი უფრო მძაფრი იქნება – მაჩალიკაშვილი

15:41 შაბათი, 27 თებერვალი 2021

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაშლილ ათზე მეტ კარავს შორის ერთ-ერთი პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილის კარავია, წარწერით - „დაისაჯონ თემირლანის მკვლელები“.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც პარლამენტთან კარავი პირველად გაშალა ბევრი უსამართლობა მოხდა.

„გავრილოვის პატიმრები - გიორგი რურუა, ნიკა მელია, რომელიც უსამართლოდ, შიშის გამო დაიჭირეს. ყველა უსამართლობას ერთიანად ვაპროტესტებთ. დაგვარბევენ და დაშლიან კარვებს? კიდევ დავდგამთ, კიდევ უფრო მძაფრი პროტესტი იქნება“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე კარვები გუშინ, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის შემდეგ გაიშალა. კარვებში ოპოზიციური პარტიების წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და რეგიონებიდან ჩასული ოპოზიციის მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

აქტივისტების ნაწილი ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევს ოპოზიციის მოთხოვნების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვით იმუქრება.

2 მარტს ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შენობის პიკეტირებას აპირებენ, ხოლო 5 მარტს – მთავრობის ადმინისტრაციის. დაგეგმილია აქციები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთანაც.

საპროტესტო აქციების გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააპატიმრეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]