რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0.89%-ია, ბოლო 14 დღეში – 1.96%, ხოლო ბოლო 7 დღეში – 1.55%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 248 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 31
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 17
კახეთი – 16
აჭარა – 16
შიდა ქართლი – 14
ქვემო ქართლი – 8
მცხეთა-მთიანეთი – 7
გურია – 6
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3
სამცხე-ჯავახეთი – 1
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 2108 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 1472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 712, აჭარაში – 166, იმერეთში – 264;
- 465 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 171 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
მძიმეა 265 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 91 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 323 ადამიანი, ხოლო 7065 – თვითიზოლაციაშია.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 270 758 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 265 114 უკვე გამოჯანმრთელებულია. დღემდე ვირუსს ჯამში 3510 პირი ემსხვერპლა.