weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ახალციხეში 67 წლის ქალი სავარაუდოდ მოკლეს

12:30 კვირა, 28 თებერვალი 2021

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში 67 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილობრივი ონლაინგამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, მომხდარის შესახებ გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. გარდაცვლილის ახლობელმა განაცხადა, რომ ქალი 2-3 დღის განმავლობაში არ გამოჩნდა, რის შემდეგაც მის სანახავად სახლში მივიდა, სადაც არეულობა დახვდა. ამის შემდეგ მან პოლიცია გამოიძახა.

სამცხე-ჯავახეთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის თქმით, ქალს თავზე ჭრილობა აქვს და სხეულზე ძალადობის ბევრი ნიშანი აღენიშნება.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]