28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0.89%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე 1.9%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 7 დღის მანძილზე – 1.44%-ს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 160 ახალი შემთხვევიდან თბილისში 73 დაფიქსირდა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 33
აჭარა – 17
გურია – 9
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 9
ქვემო ქართლი – 5
შიდა ქართლი – 3
კახეთი – 6
მცხეთა-მთიანეთი – 3
სამცხე-ჯავახეთი – 1
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 1849 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 1510 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 719, აჭარაში – 173, იმერეთში – 278;
- 185 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 154 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
265 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 89 პირი იმყოფება.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, ხოლო 6816 თვითიზოლაციაშია.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 270 918 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან 265 523 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ჯამში 3520 პირი ემსხვერპლა.