weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

საქართველოს მთავრობა COVAX-ის პლატფორმისგან განმარტებას ითხოვს

15:23 ორშაბათი, 01 მარტი 2021

საქართველომ ვაქცინების მიღების პროცესთან დაკავშირებით „კოვაქსის“ (COVAX) პლატფორმას განმარტებისთვის მიმართა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, საქმე ეხება სააგენტო „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ცალსახად იკითხება ისე, თითქოს ქვეყანამ მზაობის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. 

„დღეს გაჟღერდა ინფორმაცია „ინტერპრესნიუსის“ საშუალებით, რომ, თითქოს, საქართველომ არ დააკმაყოფილა და ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები. ჩვენ მივმართეთ „კოვაქსს“ და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადების, რომელიც გაჟღერდა, რადგან იმ წერილების მიხედვით, რომელიც  „კოვაქსისგან“ 22 თებერვალს გვაქვს მიღებული, გადავადების მიზეზი ცალსახად არის „ფაიზერის“ მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას.

ქვეყნის მზაობა, რომელიც შეფასდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის GAVI-ის (ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი) ექსპერტების მიერ და ასევე „კოვაქსის“ ექსპერტების მიერ, არის სრულ შესაბამისობაში იმ კრიტერიუმებთან, რომელიც დაისვა „ფაიზერის“ ულტრა ცივი ჯაჭვის მოთხოვნის მქონე ვაქცინის მისაღებად.

ის, რაც წერია „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციაში, ცალსახად იკითხება ისე, რომ ქვეყანამ ვერ შეასრულა კრიტერიუმი, რომელიც დააყენა „კოვაქსმა“, რაც არ არის სწორი. ქვეყანამ მიიღო დამატებითი მოთხოვნები „ფაიზერისგან“ და ამას სჭირდება კიდევ დამატებითი მოლაპარაკება, სადაც დაზუსტდება ყველა პირობა და როგორც კი ჩვენ გვექნება დაზუსტებული ხელშეკრულებები, ორმხრივად მოეწერება ხელი. „კოვაქსი“ გააკეთებს განმარტებას, თუ რატომ მოხდა ასეთი ტიპის ინტერპრეტაცია მისი განცხადების“, – თქვა თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კითხვაზე – „ფაიზერთან“ კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა თუ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, გაბუნიამ უპასუხა: „ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს პირდაპირ კომუნიკაციას „კოვაქსის“ საშუალებით, სადაც ჩართულია „ფაიზერიც“. ეს არის სამმხრივი კომუნიკაცია, რომელსაც წარმართავს ჯანდაცვის სამინისტრო“.

„ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზის მიღება თებერვლის ბოლომდე იგეგმებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]