აფეთქების შედეგად დაშავდა კიდევ ერთი მოზარდი, რომელიც საავადმყოფოშია. როგორც კოლია ონიანი ამბობს, შემთხვევა დაახლოებით 1.5 საათის წინ, ე.წ. ვაგზლის ქუჩის მიმდებარედ მოხდა. ბავშვები სავარაუდოდ, სოფელ თბილწყაროს სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერ უცნობია, რა აფეთქდა.