weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამგორის გამგეობის თანამშრომელი 8000 დოლარის ქრთამის სახით აღების ბრალდებით დააკავეს

17:18 ორშაბათი, 01 მარტი 2021

დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ბრალდებით, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს. სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბრალდებულმა ქრთამი უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენებს მოსთხოვა.

„გამოძიებით დგინდება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენებს, მათ მიერ შესაძენად შერჩეული მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოსაწყობად, ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯანმრთელი ხეების გაკაფვას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 8000 აშშ დოლარის გადახდა“, – აცხადებს სუს-ი.

უწყების ინფორმაციით, 26 თებერვალს, გამგეობის თანამშრომელმა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 4000 დოლარი აიღო, რა დროსაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

სუს-ის განცხადებით, გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]