1 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.01%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.78%, ხოლო ბოლო 7 დღეში – 1.4%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 461 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 250 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
აჭარა – 7
იმერეთი – 57
ქვემო ქართლი – 12
შიდა ქართლი – 35
გურია – 30
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 30
კახეთი – 29
მცხეთა-მთიანეთი – 6
სამცხე-ჯავახეთი – 2
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების 2135 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 1471 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 692, აჭარაში – 177, იმერეთში – 276;
- 515 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 149 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში;
247 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 102 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 237 ადამიანი, ხოლო 6497 თვითიზოლაციაშია.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე კორონავირუსით ინფიცირების სულ 271 379 შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან 265 686 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 3532 პირი ემსხვერპლა.