weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საქართველოში COVID-19–ის 461 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:20 სამშაბათი, 02 მარტი 2021

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 22 900 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 163 პირი და დაფიქსირდა გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა.

1 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.01%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.78%, ხოლო ბოლო 7 დღეში – 1.4%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 461 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 250 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 7

იმერეთი – 57

ქვემო ქართლი – 12

შიდა ქართლი – 35

გურია – 30

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 30

კახეთი – 29

მცხეთა-მთიანეთი – 6

სამცხე-ჯავახეთი – 2

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების 2135 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 1471 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 692, აჭარაში – 177, იმერეთში – 276;
  • 515 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 149 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში;

247 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 102 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 237 ადამიანი, ხოლო 6497 თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე კორონავირუსით ინფიცირების სულ 271 379 შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან 265 686 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 3532 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]