„ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლომდე უნდა დასრულდეს პირველი დოზების ჩამოტანა ქვეყანაში და შემდეგ გაგრძელდება. „კოვაქსი“ ცალსახად მიუთითებს, რომ ქვეყანაში „ასტრაზენეკა“ შემოვა უფრო ადრე, ვიდრე „ფაიზერი“. „ფაიზერის“ შემოტანის ვადა საბოლოოდ დაზუსტდება მას შემდეგ, რაც ჩვენ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით იმ პირობებზე, რასაც აყენებს და დააყენებს „ფაიზერი“ სატელეფონო კომუნიკაციის დროს. მოლოდინი გვაქვს ასეთი, რომ მარტს აღარ უნდა გადასცდეს ვაქცინაციის პროგრამის დაწყება და ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში სამივე მხარე შეასრულებს თავის ვალდებულებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება, „ფაიზერის“ ვაქცინას, რომელიც შემოტანა თებერვალში უნდა მომხდარიყო, თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე „კოვაქსი“ 2-3-კვირიან გადავადებაზე საუბრობს: „თუმცა, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ „კოვაქსის“ შეპირებაც დამოკიდებულია მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულებაზე. ამდენად, ეს არის სამმხრივი პასუხისმგელობა და იმედი გვაქვს, რომ ამჯერად სამივე მხარე ერთნაირად დაიცავს დადებულ პირობას“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.