weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არჩილ ხანდამაშვილმა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაათვალიერა

14:55 სამშაბათი, 02 მარტი 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვანო ბერიძიშვილმა სოფელ ჩუმლაყში, ახლადრეაბილიტირებული მეათე შიდა საუბნო გზა დაათვალიერეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები შპს „გუმბათმა” შეასრულა. პროექტის მიხედვით, მოასფალტდა მეათე ქუჩის და ჩიხის გზის სავალი ნაწილი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.

„ჩვენთვის, როგორც ტურისტულად განვითარებადი მუნიციპალიტეტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სოფლებში. გასულ წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 30 შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია განვახორციელეთ. მათ შორის, სოფელ ჩუმლაყის 3 გზა. წელსაც, 20-ზე მეტი გზის პროექტი უკვე მზად გვაქვს, რომელსაც უახლოეს მომავალში დავატენდერებთ”, - განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, სოფელ ჩუმლაყში კიდევ ორი საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

Rგურჯაანის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]