weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თუ ხალხის კითხვებზე პასუხი არ არის, მაშინ ნამახვანჰესი უნდა გაჩერდეს – ელისაშვილი

16:16 სამშაბათი, 02 მარტი 2021

„მოგიწოდებთ ყველას, „ქართულ ოცნებას“, დავუძახოთ ამ ხალხს (ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც) და მოვუსმინოთ. ადამიანებს აქვთ კონკრეტული კითხვები. თუ ამ კითხვებზე პასუხი არის – კი ბატონო, მაგრამ თუ ამ კითხვებზე პასუხი არ არის, მაშინ ეს პროექტი უნდა გაჩერდეს“, - განაცხადა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, პარლამენტი იმისთვის არსებობს და ამდენ ხარჯს იმიტომ იხდის ქართველი ხალხი, რომ იქ მათი პრობლემები ისმოდეს.

„მსურს გამოვეხმაურო იმას, რაც აგერ უკვე სამი თვეა რიონის ხეობაში ხდება. ჩვენ ვხედავთ რას – დაგეგმილია უზარმაზარი პროექტი, ჰესების კასკადის მშენებლობა, ერთ მხარეს დგანან ინვესტორი და ძალოვანი სტრუქტურები, პოლიციელები და მეორე მხარეს დგას ადგილობრივი მოსახლეობა, უწვეტი, პერმანენტული აქციები, კარვის გატაცება, აქტივისტის დაკავება, ინვესტორის იქედნური საუბარი.

ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქვს ძალადობის ექსკლუზიური უფლება. ასეა ხელისუფლების ბუნება - მას ძალოვანი სტრუქტურები იმისთვის ჰყავს, რომ ზოგჯერ ლეგიტიმურად, ზოგჯერ კანონის მიღმა ძალადობს და მარტო მას აქვს უფლება, მაგრამ ხელისუფლებას ზოგადად აქვს გაცილებით უფრო ძლიერი ინსტრუმენტი და ეს არის საკუთარი მოქალაქეების დარწმუნება.

მაშინ ხარ ძლიერი ხელისუფლება, როდესაც სპეცრაზმითა და პოლიციელებით კი არ ელაპარაკები საკუთარ გულწრფელად აღშფოთებულ მოქალაქეებს, არამედ პირისპირ ესაუბრები და არწმუნებ. ორი ვარიანტია: ან ხელისუფლება ვერ ახერხებს ელემენტარულ კითხვებზე პასუხის გაცემას და მოსახლეობის დარწმუნებას თუ ეს პროექტი კარგია, ან ეს პროექტი არის უვარგისი და მართლა საფრთხის შემცველი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის გამოსვლის შემდეგ ამ თემაზე საუბარი „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა გააგრძელა. მან ხაზი გაუსვა ნამახვანჰესის აშენების შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკაში 800 მილიონი დოლარის ინვესტირების შესაძლებლობას და ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ეფექტური კომუნიკაციის საჭიროებას. როგორც დავითულიანმა თქვა, ნამახვანჰესის უკან დაახლოებით 80 ჰესის პროექტი დგას და თუ ნამახვანჰესზე სწორი კომუნიკაცია არ შედგება, 3.5 მილიარდი დოლარის ღირებულების 80 სხვა პროექტი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]