weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

25 349 ტესტის შედეგად COVID-19–ის 360 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:21 ოთხშაბათი, 03 მარტი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული 25 349 ტესტის შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 119 ინფიცირებული და დაფიქსირდა გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა.

2 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.42%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე 1.7%-ს შეადგენს, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.3%-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 194, ხოლო რეგიონების მიხედვით, ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 50

შიდა ქართლი – 35

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 25

აჭარა – 14

გურია – 11

ქვემო ქართლი – 9

კახეთი – 8

მცხეთა-მთიანეთი – 8

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4

სამცხე-ჯავახეთი – 2

ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2367 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 1477 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 709, აჭარაში – 180, იმერეთში – 265;
  • 739 ინფიცირებული მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 151 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

247 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 95 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 258 ადამიანი, 6253 კი თვითიზოლაციაშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]