„საწყის კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენთვის ცნობილი თებერვლის დასაწყისში გახდა, მითითებული იყო 184 000 დოზაზე მეტი რაოდენობა – 314 000 დოზამდე. ეს იყო პირველი ზღვარი, მაგრამ ეს რაოდენობა იყო განსაზღვრული ივნისის ბოლომდე. „კოვაქსი“ აზუსტებს, რომ ის რაოდენობა, რომელიც გუშინდელ კომუნიკაციაშია აღწერილი, არ ნიშნავს საქართველოსთვის გამოყოფილი დოზების შემცირებას. ივნისში მისაღები რაოდენობა დაზუსტდება დამატებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კომპანიის მიერ დაყენებული დამატებითი პირობის დასაზუსტებლად კონსულტაცია კვირის ბოლომდე გაიმართება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება 29 250 დოზა ვაქცინის მოწოდების ვადებზე საუბარი.