weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანა „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზას მაისის ბოლომდე მიიღებს

16:43 ოთხშაბათი, 03 მარტი 2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მაისის ბოლომდე საქართველომ „კოვაქს პლატფორმის“ საშუალებით „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზა უნდა მიიღოს.

„საწყის კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენთვის ცნობილი თებერვლის დასაწყისში გახდა, მითითებული იყო 184 000 დოზაზე მეტი რაოდენობა – 314 000 დოზამდე. ეს იყო პირველი ზღვარი, მაგრამ ეს რაოდენობა იყო განსაზღვრული ივნისის ბოლომდე. „კოვაქსი“ აზუსტებს, რომ ის რაოდენობა, რომელიც გუშინდელ კომუნიკაციაშია აღწერილი, არ ნიშნავს საქართველოსთვის გამოყოფილი დოზების შემცირებას. ივნისში მისაღები რაოდენობა დაზუსტდება დამატებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კომპანიის მიერ დაყენებული დამატებითი პირობის დასაზუსტებლად კონსულტაცია კვირის ბოლომდე გაიმართება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება 29 250 დოზა ვაქცინის მოწოდების ვადებზე საუბარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]