გამოცემის ინფორმაციით, მათ სია 20 ცნობილი ბლოგერსა და მწერლის/რედაქტორის რჩევით შეადგინეს.
Suitcase Magazine-ის რედაქტორი ინდია დოული ამბობს, რომ ყაზბეგი - კავკასიის მთებში მდებარე ეს პატარა ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია სადაც კი ოდესმე ყოფილა. მისივე თქმით, თბილისელები ყაზბეგში ზაფხულში ადიან და ველურ ცხენებს შორის მთის ნოყიერ ბალახზე კარვებს შლიან. რედაქტორი ამბობს, რომ ყაზბეგი ჩანჩქერების თავბრუდამხვევი ხედებითა და მაღალი მწვერვალებით გამოირჩევა.
Business Insider-ის სიაში ასევე მოხვდა კაბადოკია და სხვა კარგად თუ მეტნაკლებად ცნობილი ადგილები ისეთ ქვეყნებში, როგრიცაა მადაგასკარი, შვედეთი, შოტლანდია, მოზამბიკი, ეკვადორი, ნამიბია, რუსეთი, ავსტრალია, ბრაზილია, ყაზახეთი, იაპონია, ჰავაის კუნძულები და სხვა.