weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იმდენად დაგაგვიანდათ, რომ ორჯერ სპეცრაზმმა მოგასწროთ – მაკა სულაძე მინისტრებს

22:17 პარასკევი, 05 მარტი 2021

„დიდი საყვედური ჩემგან დაგვიანებისთვის. იმდენად დაგაგვიანდათ ბატონებო და ქალბატონებო, რომ ორჯერ სპეცრაზმმა მოგასწროთ. უცხოური კომპანიის თვალწინ ჩვენ, სამართლიანად ჩვენი ქვეყნის დამცველებს, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ“, – ასე მიმართა რიონის ხეობის მკვიდრმა მაკა სულაძემ სოფელ ნამახვანში, ნამახვანჰესის საკითხზე ჩასულ მინისტრებს.

ეკონომიკის მინისტრ ნათელა თურნავას თქმით, საყვედური, რომ მთავრობამ ადგილობრივებთან კომუნიკაცია დააგვიანა, მისაღებია. მან დაგვიანება კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებით ახსნა.

„რომ არა კოვიდი, რომ არა პანდემია და შეზღუდვები, ჩვენ გაცილებით უფრო ადრე ჩამოვიდოდით თქვენთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ მეც და მთლიანად ხელისუფლებაც, რომ ახლაც არ არის ეს დიალოგი დაგვიანებული“, – აღნიშნა თურნავამ.

მაკა სულაძე სოფელ მექვენადანაა. ის ერთ-ერთია იმ ადამიანებიდან, ვინც რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ და მეხუთე თვეა ღამეებს კარავში ათევენ.

რიონის ხეობაში მინისტრების ჩასვლას და ჰესების მოწინააღმდეგეებისთვის დიალოგის შეთავაზებას წინ უძღოდა 28 თებერვალს ქუთაისში გამართული მრავალათასიანი აქცია. აქციის მონაწილეებმა მთავრობას 14 მარტამდე მისცეს ვადა, რომ უარი თქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ დაატოვებინოს რიონის ხეობა და გააუქმოს ერთი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლითაც „ენკას“ ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, ასობით ჰექტარი 99 წლით გადასცეს. აქციის შემდეგ შეჩერებულია ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც „ენკა“ მანამდე პოლიციის თანხლებით ახორციელებდა.

სოფელ ნამოხვანში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ჰესების მოწინააღმდეგეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 12 მარტს, პარასკევს გაიმართება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, თუ ხელისუფლება ნამახვანჰესთან მიმართებაში თავის პოზიციას არ შეცვლის, 14 მარტისთვის დაგეგმილ აქციას არ გააუქმებენ.

 

ამ თემაზე:

რიონის ხეობის დარაჯები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]