weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თბილისში მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ სექტემბერში ამუშავდება

17:45 შაბათი, 19 აგვისტო 2017

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, თბილისში ახალი, 23-ე მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ სექტემბერში ამოქმედდება. სადგურის მშენებლობა ივნისში დასრულდა და სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს.

მეტროსადგურის გვირაბები 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო. მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, მათი სრული რეაბილიტაციის შედეგად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი უსაფრთხო სადგური აშენდა. სამუშაოები ესპანურმა კომპანია COBRA ASSIGNIA-მ შეასრულა. ამავე კომპანიას ეკუთვნის მეტროსადგურის დიზაინი.

მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ ამუშავება დღეში 15 000-ზე მეტ ადამიანს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. ახალი ხაზი განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს არსებულ საცობებს საბურთალოს რაიონში, სადაც ყოველდღიურად მუნიციპალური ტრანსპორტით საშუალოდ 220 000 ადამიანი სარგებლობს.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]