weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

მესტიის მერის მუქარის შემდეგ სვანეთში „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მანქანა დააზიანეს

11:58 შაბათი, 06 მარტი 2021

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ჟურნალისტს ემა გოგოხიას, გვიან ღამით მესტიაში ავტომანქანა დაუზიანეს. მანქანის ოთხივე საბურავი დანით არის დაჭრილი.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ემა გოგოხია გუშინ მესტიაში პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის, მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანისა და მათთან დაკავშირებული პირების მიერ სახელმწიფო გრანტებით სარგებლობის შესახებ სიუჟეტს ამზადებდა. ღამე მან მესტიაში, ანა ჩართოლანის საოჯახო სასტუმროში გაათენა. ავტომობილი ქუჩაში, სახლის გვერდით იყო გაჩერებული.

სვანეთის სათემო რადიო ინფორმაციის გადასამოწმებლად ანა ჩართოლანს დაუკავშირდა. მისი თქმით, გვიან ღამით ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ხმაური გაიგო, დილით კი მანქანა დაზიანებული დახვდათ.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, მანქანის დაზიანებას წინ უძღოდა მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის მუქარისშემცველი სატელეფონო ზარი ემა გოგოხიასთან.

„რეგინფო“ მესტიის მერთან დაკავშირებასაც ცდილობს, თუმცა მას საკონტაქტო ტელეფონი გამორთული აქვს. დღეს მესტიასა და ლენტეხში „მაგთიკომის“ ქსელი გათიშულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ემა გოგოხია მესტიის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

„რეგინფო“ დეტალებს აზუსტებს და ვრცელ ინფორმაციას შემოგთავაზებთ. 

 

ამ თემაზე: 

ვწუხვარ, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა შეძლო ჩემი მწყობრიდან გამოყვანა – მესტიის მერი

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიმართ მუქარასა და მანქანის დაზიანებაზე გამოძიება დაიწყო

„აწარმოე საქართველომ“ ვიქტორ ჯაფარიძის კომპანია ნახევარი მილიონით დააფინანსა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]