weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქობულეთში 14 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობა პროკურატურამ გაუპატიურებად არ შეაფასა

13:26 შაბათი, 06 მარტი 2021

ქობულეთში 14 წლის გოგონას მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას პროკურატურამ გაუპატიურების კვალიფიკაცია არ მიანიჭა. არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რომელიც გარდაცვლილი გოგონას უფლებამონაცვლის – დის ინტერესებს იცავს, პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

ორგანიზაციის იურისტების შეფასებით, საერთაშორისო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტიდან გამომდინარე, 14 წლის გოგონას მიმართ განხორციელებული ქმედება გაუპატიურებად უნდა შეფასდეს.

„საქმეში არსებული გარემოებებიდან იკვეთება, რომ სახეზე იყო ნების დამთრგუნველი არაერთი გარემოება, რაც გამორიცხავდა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად ინფორმირებული თანხმობის გაცემას, ეს კი საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, წარმოადგენს გაუპატიურებას და არა ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირს.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად (საქართველოსთვის ძალაშია 2017 წლის სექტემბრიდან), თანხმობის მიცემა უნდა მოხდეს ნებაყოფლობით, პიროვნების ნების თავისუფალი გამოხატვის შედეგად, გარემომცველი პირობების გათვალისწინებით. სხვა შემთხვევაში მიიჩნევა, რომ თანხმობა არ არის სახეზე, რაც იძლევა გაუპატიურების შემადგენლობას.

„სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (საქართველოსთვის ძალაშია 2015 წლის 01 იანვრიდან) განმარტებითი ოქმის თანახმად კონვენცია გაუპატიურებად მოიაზრებს თანხმობის გარეშე (lack of consent) სექსუალურ კავშირსაც, მაშინაც კი როდესაც ბავშვი თანხმობის ასაკს (საქართველოს კანონმდებლობით 16 წელი) მიღწეულია.

ამასთანავე, ორივე კონვენციის განმარტებითი ოქმი უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამრთლოს 2003 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე M.C. v. Bulgaria, სადაც განმარტებულია რომ სექსუალური ძალადობისას ფიზიკური დაზიანებების არ არსებობა და სახელმწიფოს მხრიდან თანხმობის გარეშე სექსუალური კავშირის შემთხვევების იგნორირება გაუპატიურების ცალკეულ შემთხვევებს დაუსჯელს ტოვებს“, – აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია.

ქობულეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 9 თებერვალს დაასრულა. თვითმკვლელობამდე ორი თვით ადრე გოგონამ და მისმა ნათესავებმა ქობულეთის პოლიციას აცნობეს, რომ არასრულწლოვანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თითქმის ორი თვე გააჭიანურა იმ საბაბით, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ ჰქონდათ, თუმცა არც სავარაუდო მოძალადე დაუკითხავთ.

24 წლის მამაკაცი პოლიციამ მხოლოდ 10 თებერვალს, მას შემდეგ დააკავა, რაც მსხვერპლმა თავი მოიკლა. პროკურატურა აცხადებს, რომ 24 წლის ნ.ტ.-მ იცოდა, გოგონა თექვსმეტ წელს მიუღწეველი იყო, თუმცა, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამის შემდეგ მამაკაცმა გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა, მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა, რითიც დაამცირა მისი ღირსება და რის გამოც ბავშვმა თავი მოიკლა.

დაკავებულს ბრალად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარება და თვითმკვლელობამდე მიყვანა წარუდგინეს. მას წინასწარი პატიმრობ აქვს შეფარდებული, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თვითმკვლელობის საქმეზე დააკავეს გოგონას ბაბუაც, 76 წლის მამაკაცი. მას ბრალად ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა ედება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]