weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

11:04 ორშაბათი, 08 მარტი 2021

დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა, რომელსაც მსოფლიოში 110-ედ აღნიშნავენ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) განცხადებით, ქალებს სურთ და იმსახურებენ თანასწორ, სტიგმისგან, სტერეოტიპებისა და ძალადობისგან თავისუფალ მომავალს, რომელიც იქნება მდგრადი, მშვიდობიანი, თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამისთვის საჭიროა, ქალები ისხდნენ ყველა მაგიდსთან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება.

„ქალთა სრული და ეფექტური მონაწილეობა და ლიდერობა ცხოვრების ყველა სფეროში ხელს უწყობს საერთო პროგრესს. მიუხედავად ამისა, ქალები კვლავ ნაკლებად არიან წარმოდგენილი საჯარო ცხოვრებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ქალები 22 ქვეყნაში არიან სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურები, ხოლო პარლამენტართა მხოლოდ 24.9%-ს წარმოადგენენ. პროგრესის ამ ტემპით, მთავრობების მეთაურებს შორის გენდერული თანასწორობის მიღწევას კიდევ 130 წელი დასჭირდება“, – აცხადებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

2021 წელს ქალთა საერთაშორისო დღის მთავარი თემაა: „ქალთა ლიდერობა: თანასწორი მომავლის მიღწევა COVID-19-ის სამყაროში“. გაეროს ქალთა ორგანიზაციის განცხადებით, ეს წარმოაჩენს ქალებისა და გოგოების გლობალურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია თანასწორი მომავლის უზრუნველყოფისა და პანდემიის შემდგომი აღდგენითი პროცესებისკენ, თუმცა, ამავდროულად, ხაზს უსვამს მანამდე არსებულ უთანასწორობასაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]