weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 15 ადამიანი

11:43 ორშაბათი, 08 მარტი 2021

ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 7823 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 193 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა.

7 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.88%-ია, ბოლო 14 დღეში 1.54%-ს შეადგენს, ხოლო 7 დღეში 1.67%-ია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 64, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 4

იმერეთი – 27

ქვემო ქართლი – 4

შიდა ქართლი – 7

გურია – 10

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 9

კახეთი – 18

მცხეთა-მთიანეთი – 4

სამცხე-ჯავახეთი – 0

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 2495 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 1421 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 697, აჭარაში – 163, იმერეთში – 275;
  • 949 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 125 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

278 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 77 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

დღეისთვის, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 257 ადამიანი, 5535 კი თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე კორონავირუსის 272 998 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთაგან 266 886 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3591 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]