weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურჯაანში ქმრის მიერ ცოლზე ძალადობის დროს 11 თვის ბავშვი დაიღუპა

12:45 სამშაბათი, 09 მარტი 2021

ქალაქ გურჯაანში, ოჯახური კონფლიქტის დროს 11 თვის ბავშვი დაიღუპა. სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა, როდესაც ქალს ხელში ბავშვი ეჭირა.

შემთხვევა წუხელ მოხდა. პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ზ.შ. დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების განმარტებით, მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]