საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ინფორმაციით, წნორი - სიღნაღის გზაზე აღმართის დაძლევის დროს ავტომობილს ზეთის გაჟონვის შედეგად ცეცხლი წაეკიდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოსახვევში რკინის დამცავ ჯებირს დაეჯახა.
რბოლის ორგანიზატორთა განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი არ დაშავებულა.
ავტორბოლა დღეს, 12:00 საათზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ არსებული მოედნიდან დაიწყო და მასში პროფესიონალი მრბოლელები მონაწილეობდნენ. მათ 4,39 კილომეტრიანი გზა უნდა გაევლოთ.