weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

TikTok-ის მენეჯერებმა მითხრეს, პირველი შემთხვევაა ასე ვიღაცას ებრძოდნენო – ბერა

10:12 ოთხშაბათი, 10 მარტი 2021

ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში მის გვერდებს საქართველოდან ხშირად არეპორტებენ, რის გამოც პრობლემები ექმნება.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ბოლო პერიონში რატომ აღარ ჩნდება მისი ვიდეოები TikTok-ზე, სადაც 5 მილიონი გამომწერი ჰყავს.

„თუ შეიძლება, ცოტა ვრცლად მოგიყვებით ერთ-ორ პატარა ეპიზოდს ჩემი კარიერიდან, რაც ისევ ამ შეუწყვეტელ ბულინგს უკავშირდება. მე გავიხსენებ, როდესაც გავაფორმე კონტრაქტი ერთ-ერთ ამერიკულ ლეიბლთან და ჩვენ გამოვუშვით მაშინ აუდიო სიმღერა, ანუ ეს არ იყო კლიპი, ეს იყო სიმღერა ატვირთული YouTube-ზე, რომელსაც უბრალოდ, ჩემი პორტრეტი ედო ფონად და მაშინ შემოვარდა რამოდენიმე ასეული რეპორტი, რომ ეს იყო რაღაც პორნოგრაფიის შემცველი კლიპი, არადა კლიპი არც იყო, სიმღერა იყო. ლეიბლის თანამშრომლები გადაირივნენ, რა ხდებაო. ყველა რეპორტი იყო საქართველოდან. ამის შემდეგ, რაც კი არ უნდა გამეკეთებინა საზღვარგარეთ – გავიხსენებ იგივე დონაციას ამაზონის ტყის ტრაგედიასთან დაკავშირებით, იქაც ბრაზილიურ მედიას აქედან ურეკავდნენ, აგინებდნენ; ბრაზილიელები მეუბნებოდნენ შიდა რაღაც პოლიტიკური გარჩევები რომ გვაქვს, მაშინ არ ხდება მსგავსი სიტყვებით მუქარა და ლანძღვა-გინება და რა ხდება, რა ხალხი ხართ ასეთიო.

მოკლედ, იგივე ხდება ახლა ჩემს TikTok-ზე. შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული ყოველდღე არეპორტებენ ჩემს გვერდს, რამდენიმე ასეული თუ არა ათასეული ექაუნთი, აბსოლუტურად ყველა საქართველოდან და უბრალოდ, დაზიანდა ეს ჩემი ექაუნთი, მით უმეტეს, როცა ვპოსტავდი ვიდეოს ჩემს შვილთან, ჩემს მეუღლესთან და იქ შედიოდა ათასობით რეპორტი, რომ ეს არის რაღაცა პორნოგრაფია, რაღაცა ტერორისტული მიმართვა, რაღაც სახიფათო კონტენტი.

როდესაც მენეჯერებს დავუკავშირდი, მათ მითხრეს, რომ მილიარდამდე ადამიანს აქვს TikTok-ი და ეს არის პირველი შემთხვევა მთლიანად ამ აპლიკაციის ისტორიაში, რომ ასე ვიღაცას ესხმოდნენ, ებრძოდნენ კონკრეტულად ადამიანს. ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად აღვადგენთ ამას და გამოვასწორებთ, მაგრამ მინდოდა, ეს რამდენიმე ფაქტიც მომეყოლა საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბერა ივანიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 6 მარტს გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიიწვიეს. შეკითხვაზე, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, ბერამ უპასუხა, რომ ამ საკითხზე კამათსაც არ დაიწყებს, რადგან დღესაც იგივე პოზიციაზეა.

 

ამ თემაზე:

იგივე პოზიციაზე ვარ, თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ – ბერა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]