weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევიდან 264 თბილისში გამოვლინდა, 88 – იმერეთში

11:34 ოთხშაბათი, 10 მარტი 2021

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 22 127 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 513 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 96 ინფიცირებული, 12 კი გარდაიცვალა.

9 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.32%-ია, ბოლო 14 დღეში 1.50%-ს შეადგენს, ხოლო 7 დღეში – 1.83%-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 513 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 264, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 88

შიდა ქართლი – 44

აჭარა – 30

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 26

კახეთი – 16

ქვემო ქართლი – 15

გურია – 15

მცხეთა-მთიანეთი – 7

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

სამცხე-ჯავახეთი – 3

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2900 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 1342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 663, აჭარაში – 145, იმერეთში – 257;
  • 1447 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 111 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ამ ეტაპზე მძიმეა 266 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72.

დღეს საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 243 ადამიანი, ხოლო 5262 თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე კორონავირუსის 273 650 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 267 111 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. დღემდე ვირუსს ჯამში 3613 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]