weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საკლუბო სექტორს 2 მილიონი ლარით დავეხმარებით – კალაძე

12:10 ოთხშაბათი, 10 მარტი 2021

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია ელექტრონული მუსიკის სივრცეებს და იქ დასაქმებულ 500-მდე ადამიანს 2 მილიონი ლარით დაეხმარება. ამასთან, კალაძის თქმით, ამ სექტორის უსაფრთხო აღდგენისთვის სამუშაოები ზაფხულის პერიოდში დაიწყება.

თბილისის მერის განცხადებით, საკლუბო სეტორმა დედაქალაქს ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით სახელი გაუთქვა, მოიზიდა უამრავი ტურისტი და ქვეყნის ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

„აუცილებელია, რომ ერთი მხრივ, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მათ ოჯახებს არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება შევუმსუბუქოთ, ელექტრონული მუსიკის სივრცეებს და სხვა ორგანიზაციებს სიცოცხლისუნარიანობა შევუნარჩუნოთ, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო თანადგომით, მათ შევუნარჩუნოთ პოტენციალი და მოტივაცია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში კვლავ აქტიურად განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. ჩვენი მხრიდან ექნებათ მაქსიმალური თანადგომა.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათაც შევთავაზოთ დახმარების პაკეტი, რომელიც თანხობრივად 2 მილიონი ლარი იქნება და ამ დახმარების პაკეტით სარგებელს მიიღებს ამ მიმართულებით დასაქმებული სულ მცირე 500 შემოქმედი. საუბარია დიჯეებზე, ზოგადად ამ დარგში მომუშავე ადამიანებზე, 50-ზე მეტ ორგანიზაციაზე.

ფინანსური დახმარების პაკეტით ისარგებლებენ, პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი. ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად და ნაწილობრივ მხარდაჭერა.

სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების მხარდაჭერა იქნება, ასევე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაიწყება ზაფხულის პერიოდში უსაფრთხო აღდგენის შესაბამისი სამუშაოების გაწევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]