weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სკოლის მანდატურების სამსახური 2017 წელს გამოშვებულ 11 ავტომანქანას ყიდულობს  

15:21 კვირა, 20 აგვისტო 2017

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ჩინოვნიკებისთვის 2017 წელს გამოშვებულ 11 ავტომანქანას ყიდულობენ. ტენდერის შედეგების მიხედვით, ავტომანქანების შესაძენად 376 860 ლარი დაიხარჯება. ტენდერში გაიმარჯვა შპს „ჯი-თი მოტორსმა“, რომლის მფლობელებიც პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებული პირები არიან. 

ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) 11 ცალი ახალი ავტომანქანის შესაძენად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა 2017 წლის 28 ივლისს გამოაცხადა.

სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ ყველა ავტომანქანა უნდა იყოს არანაკლებ 2017 წელს გამოშვებული, ექსპლუატაციაში არმყოფი და განბაჟებული, თეთრი, შავი, რუხი ან ვერცხლისფერი. 

ტენდერში გამარჯვება მოიპოვა შპს „ჯი-თი მოტორსმა“ (ს/კ - 206276340), რომელიც შპს „ჯი-თი გრუპის“ (ს/კ - 200119923) შვილობილი კომპანიაა. კომპანია „ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი ლევან გოგსაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის №7 მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი კანდიდატის ბექა ოდიშარიას აქტიური მხარდამჭერი იყო. პირადად ლევან გოგსაძემ, ასევე „ჯი-თი გრუპის“ სხვა პარტნიორებმა - გიორგი გველესიანმა და თემურ უსტიაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში „ქართულ ოცნებას“ 158 000 ლარის შემოწირულობა ჩაურიცხეს.

ავტომანქანების შესყიდვა სამსახურის ბალანსზე არსებული 11 ერთეული ავტომანქანის ჩანაცვლების გზით მოხდება. ჩასანაცვლებელი ავტომანქანები, რომელთა საერთო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნით 99 900 ლარს შეადგენს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გადაეცემა, ახლადშეძენილი ავტომანქანებისთვის ანაზღაურება კი ფასთა შორის სხვაობით მოხდება.

მანდატურის სამსახური განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც 3 მოადგილე ჰყავს. სამსახურის სტრუქტურაში 6 სამმართველო შედის.

 

მსგავს თემაზე:

აჭარაში საგანმანათლებლო რესურსცენტრები 2017 წელს გამოშვებულ „ჯიპებს“ ყიდულობენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]