ცეცხლის ჩაქრობას სატყეო სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების თანამშრომლები, ასევე ადგილობრვი მცხოვრებლები ცდილობენ. იმის გამო, რომ ხანძარი ძნელად მისდგომ ტერიტორიაზეა, ცეცხლის ჩასაქრობად შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი გამოიძახეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თორნიკე გვაზავას განცხადებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ დაუდევრობაა.