weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 22 მარტის კვირაში მივიღებთ – გამყრელიძე

10:44 ხუთშაბათი, 11 მარტი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 22 მარტის კვირაში საქართველო აუცილებლად მიიღებს როგორც „ფაიზერის“, ისე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას.

როგორც გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, ვაქცინის ჩამოსვლის ზუსტი თარიღი და ავიარეისი უახლოეს მომავალში დაზუსტდება.

„თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ინდოეთის ინსტიტუტთან, რომელიც აწარმოებს „ნოვავაქსის“ ვაქცინას. გვპირდებიან, რომ მალე მათგან კონტრაქტი უნდა მივიღოთ, დღესაც იყო მათთან საუბარი. რაც შეეხება სიახლეებს ვაქცინასთან დაკავშირებით, წერილობითი თუ დისტანციური შეხვედრების საფუძველზე დადასტურებულია, რომ 22 მარტის კვირაში ქვეყანა აუცილებლად მიიღებს როგორც „ფაიზერის“, ისე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას. ორივე უნდა შემოვიდეს „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით. უკვე უახლოეს ხანში დაზუსტდება დღე და რეისი, რომლითაც გამოიგზავნება ვაქცინა. სწორედ ამაზე მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია გაერო-ს ბავშვთა ფონდთან, რადგან მათი საშუალებით ხდება ვაქცინების მოწოდება. მათთან მოხდა შესაბამისი თანხის ტრანზაქციები ამ ორი ვაქცინის შესყიდვისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გუშინ, 10 მარტს, 24 საათში ჩატარებული 22 127 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 96 ინფიცირებული, 12 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]