weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როგორ დავიცვათ საბანკო ბარათების უსაფრთხოება

13:09 ხუთშაბათი, 11 მარტი 2021

ციფრულად ტრანსფორმირებულ სამყაროში საბანკო ბარათით ან თუნდაც, მობილურ ტელეფონში არსებული ციფრული საფულის საშუალებით მომენტალური გადახდა აღარავის აკვირვებს. ჩვენი პირადი საფულეები სავსეა ფერად-ფერადი პლასტიკური, მათ შორის - საბანკო ბარათებით. მათი შესაძლებლობები სულ უფრო იზრდება.

ბარათების კომფორტულობა პანდემიამაც გამოკვეთა, როდესაც ნაღდ ფულთან შეხება არცთუ ისე უსაფრთხო პროცესი გახდა. თუმცა, პლასტიკური ბარათით გამარტივებული გადახდის შესაძლებლობა მხოლოდ იქამდე შეიძლება გაგარძელდეს, სანამ მისი გამოყენებისას უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის წესებს დავიცავთ. ეს კი ნიშნავს, რომ ყურადღება არასოდეს უნდა მოვადუნოთ.         

ქვემოთ მოცემული რჩევები თქვენი საბანკო ბარათების უსაფრთხოებაში დაგეხმარებათ:

  • არ დატოვოთ ბარათი უყურადღებოდ. არ გადასცეთ სხვა პირს, რესტორანში, ბენზინგასამართ სადგურზე ან სხვა ნებისმიერ ადგილზე გადახდისას;
  • არავის გაუზიაროთ ბარათის მონაცემები და არავის გადაუგზავნოთ მისი ფოტო;
  • ბარათის მეგობრისთვის ან ნებისმიერი პირისთვის თხოვება სარისკოა. სარისკოა ბარათის პინკოდის ან მობილურზე მოსული ერთჯერადი სმს კოდის სხვისთვის გადაცემაც;
  • ნურავის გაუზიარებთ ხმამაღლა თქვენი ბარათის ნომერს. შესაძლოა, მას ის ადამიანიც ისმენდეს, ვისაც ბარათის მონაცემების ბოროტად გამოიყენება შეუძლია;
  • ბარათის დაკარგვის ან დაკარგვის ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაბლოკეთ ის ინტერნეტბანკის ან ქოლცენტრის საშუალებით.

წყარო: ედუფინი

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]