weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შაბათიდან მივიღებთ – ტიკარაძე

14:47 ხუთშაბათი, 11 მარტი 2021

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შაბათიდან, ეტაპობრივად მიიღებს. მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის „იუნისეფის“ მხრიდან მიღწეული იქნა შეთანხმება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე.

„საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით, თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით. ჩვენ უკვე გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან, 13 მარტიდან საქართველოს ვაქცინები ეტაპობრივად მოეწოდება. კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო დიდი მადლიერება მათ, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, ვინც 24-საათიან რეჟიმში ჩართულია ვაქცინის მოწოდების პროცესში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით,მოწოდებული იქნება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა, რომელიც „არსებული პროტოკოლით შესაბამისად გადანაწილდება“.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მიღწეული იქნას შეთანხმება „ფაიზერის“ ვაქცინის დაჩქარებულ ვადებში მოწოდებაზეც.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ვაქცინის მიღება 22 მარტის კვირაში იყო მოსალოდნელი. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესი სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]